logo
ENG



ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს

02 ნოე 202313:13
3 წუთის საკითხავი
 

ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დააკავეს. პოლიცია კიდევ ორ პატიმარს ეძებს.

ფორმულას ინფორმაციით, სამივე პატიმარი არასრულწლოვანია.

***

1 ნოემბერს, თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია ფორმულას ავერსის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდაპირველად გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მან უარყო ინფორმაცია ბადრაგის გატაცების შესახებ და თქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ გაქცეული პატიმრების დასაკავებლად. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა