"ტვ პირველის" მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.
ის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში შეიყვანა. პაციენტს ყველა სახის გამოკვლევა ჩაუტარდა და ის კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა დაბალი წნევა. ჩატარდება ანალიზები. იყო გარკვეული ცვლილებები გულზე, თუმცა ექიმმა თავი შეიკავა ამ ეტაპზე სტენტირებისგან. მიმდინარეობს შემდგომი დაკვირვება პაციენტზე. როგორც ჩანს მისი მდგომარეობა არის დიდი სტრესის შედეგი. მის მდგომარეობას ვაკვირდებით“, - განაცხადა კლინიკა „ჰელსიკორის" დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ.
ავთანდილ წერეთელი გულის შეტევით ჰელსიკორის კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. ვატო წერეთელი მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სასამართლო პროცესებს უკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ბრალდებულია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში და ბოლო თვეების განმავლობაში ის კვირაში რამდენჯერმე სასამართლო პროცესებს ესწრება.