logo
ENG



ავიაბილეთი მოსკოვი - თბილისი

14 აპრ 202320:54
3 წუთის საკითხავი
 

მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - "ვნუკოვოს" - საიტზე აღარ იძებნება. მანამდე ვებ-გვერდი ბილეთის დაჯავშნის შესაძლებლობასაც კი იძლეოდა. ასევე მითითებული იყო, რომ ყოველდღიურ რეისებს Georgian Airways შეასრულებდა. რეზონანსის შემდეგ გაკეთდა განმარტებები. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ სტატუს-კვო არ შეცვლილა და საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება.


close დახურვა