ავსტრალიამ დამატებითი სანქციები და სამოგზაურო აკრძალვები დაუწესა რუსეთის პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სეპარატისტებს. ამის შესახებ ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი სია გულისხმობს 110 ადამიანისთვის სანქციების დაწესებას, მათ შორის 34 რუსული მოძრაობის წევრია დონეცკსა და ლუგანსკში.
"ამ ადამიანებმა დაარღვიეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უკრაინის ტერიტორიებზე სამთავრობო უფლებამოსილების დამტკიცებით უკრაინის მთავრობის ნებართვის გარეშე,” - ნათქვამია განცხადებაში.
სანქცირებულთა შორის ასევე არის სახელმწიფო დუმას, რუსეთის პარლამენტის 76 წევრი, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ხმა მისცა.
14 აპრილს ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 14 "სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის" საწარმოს.
აღსანიშნავია, რომ 22 აპრილს ავსტრალიამ რუსეთის დუმის 144 დეპუტატს, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი დაუჭირა, სანქციები დაუწესა.