ავსტრალიაში, ტყის მასშტაბურ ხანძარს, ამ დრომდე ვერ აქრობენ. ახალი სამხრეთ უესლის შტატში ცეცხლის 50-ზე მეტი კერა მძვინვარებს.
ხელისუფლება მოსახლეობას კატასტროფული ვითარების შესახებ აფრთხილებს და ამბობს, რომ ძლიერი სიცხისა და ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდება.
სტიქიის ზონა უკვე 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რეგიონში ერთკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც. ბოლო მონაცემებით, ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი შენობა კი დამწვარია.