logo
ENG



ავსტრალიაში ადამიანის უფლებების დარღვევა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

06 ივნ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში სოლიდარობის აქციები გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით გამართულ აქციას ავსტრალიის ქალაქებში ათასობით ადამიანი შეუერთდა. შეკრების აკრძალვა სასამართლომ სიდნეიში მსვლელობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააუქმა.

ქალაქის ქუჩებში 30 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. აქციის დასრულების შემდეგ მცირე დაპირისპირება მოხდა ქალაქის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, სამი კი დააკავეს. 


 


close დახურვა