logo
ENG



ავსტრალიაში ტყის ხანძრების 100-მდე კერა გაჩნდა

06 დეკ 201917:40
3 წუთის საკითხავი
 
jjrmrzdoyy10bxh.jpg

ავსტრალიაში ტყის ხანძრების 100-მდე კერა გაჩნდა. სიდნეის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცეცხლი 250 ათასს ჰექტარს უკიდია. მის ლოკალიზებას ათასობით მაშველი ცდილობს. მათ დასახმარებლად სახანძრო ბრიგადები ახალი ზელანდიიდან, კანადიდან და შეერთებული შტატებიდან ჩადიან.

ცეცხლი ახალი სამხრეთ უელსის მთელ სანაპირო ზოლს მოედო და მის გავრცელებას ქარიანი ამინდი უწყობს ხელს. ბოლო ორ თვეში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მილიონ 600 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი კი მთლიანად დაიწვა. 


close დახურვა