ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო განგაში გამოცხადდა. ახალ სამხრეთ უელსში ცეცხლის 90 კერას ებრძვიან. ძლიერი ქარისა და გვალვის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მაშველები მის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. სტიქია საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ხანძარი იმდენად ინტენსიურია, რომ სამაშველო ჯგუფები დასახლებამდე მისვლას ვერ ახერხებენ. გასულ კვირას ხანძარმა 2 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა, სადაც კოალები ბინადრობდნენ. სტიქიის გამო მაშინ ასობით კოალა დაიღუპა.
ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონში მაშტაბური ხანძრებია
08 ნოე 201916:15
3 წუთის საკითხავი