რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის გადაწყვეტილება ავსტრიის, ირლანდიისა და დანიის ხელისუფლებამაც მიიღო. უცნობია როდის შევა ზომები ძალაში.
მანამდე, ეს უკვე გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა, ფინეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, სლოვენიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა, გერმანიამ და ბულგარეთმა.
ფინეთს 1300 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს რუსეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი მთავარი მარშრუტი დაიხურება.
თავის მხრივ, მოსკოვმა, ასევე აკრძალა რამდენიმე ქვეყნის თვითმფრინავების მის ტერიტორიაზე ფრენა.