ავსტრიაში ჩეჩენი ემიგრანტი მამიხან უმაროვი მოკლეს. უმაროვი რამზან კადიროვის კრიტიკით იყო ცნობილი დ ავსტრიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ის ამტკიცებდა, რომ იმ ჩეჩნებზე, რომლებიც რამზან კადიროვს დაუპირისპირდნენ და ევროპაში პოლიტიკური დევნის გამო ითხოვდნენ თავშესაფარს, თავდასხმებს რუსეთის სპეცსამსახურები აწყობდნენ.
უმაროვი ვენასთან ახლოს, ქალაქ გერასდორფში თავში გასროლით მოკლეს. სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს თავდამსხმელი, რომელიც ასევე ჩეჩნეთიდანაა.