ავსტრიიდან რუსი დიპლომატი გააძევეს. გაზეთ კრონენ-ცაიტუნგის ინფორმაციით, საქმე ჯაშუშობას ეხება. დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად დრო პირველ სექტემბრამდე მისცეს.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება მათთვის გაუგებარია, რადგან ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობა არსებობს.
ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებიდან ბოლო პერიოდში არაერთი რუსი დიპლომატი გააძევეს. ბოლო შემთხვევა გასულ კვირას ნორვეგიაში მოხდა. რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინეს, მის სასარგებლოდ მომუშავე ნორვეგიელი კი დააკავეს. მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.