15 ადამინი დაშავდა ავტოავარიის შედეგად ქედაში. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„ფეხზე არავინ არ იდგა სულ თავისუფლად იყო, რა მოხდა რა ქნა, არავის არაფერი დაგვინახავს, უცებ გადატრიალდა. მე დავინახე ორი დაშავებული იყო“,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.