logo
ENG



ავტობანის მშენებარე კომპანიის თანამშრომლები აქციას მართავენ და კუთვნილ ხელფასს მოითხოვენ

03 ივნ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

ავტობანის მშენებარე კომპანია „აკორდის“ თანამშრომლები აქციას მართავენ და კუთვნილ ხელფასს მოითხოვენ. კომპანიაში დასაქმებულების თქმით, პანდემიის პირობებში ცუდ ამინდებში მუშაობდნენ და სამი თვეა ხელფასი არ მიუღიათ.

აქციის მონაწილეები სამუშაო პროცესზე უარს ამბობენ, რადგან კომპანიის წარმომადგენლები ატყუებენ და დაპირებებით ცდილობენ მათ შეჩერებას. დასაქმებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. კომპანია „აკორდის“ წარმომადგნლის ინფორმაციით, მან არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, ნამდვილად მუშაობენ თუ არა მათთან, სწორედ ამიტომ მათ ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინონ. 

კომპანიის ინფორმაციით, მათ ხელფასის გაცემაზე პრობლემა არასდროს ჰქონიათ.


close დახურვა