თოვლმა მასიური ავტოსაგზაო შემთხვევები გამოწვია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ერთი-ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა რუისი-გორის მონაკვეთზე მოხდა. დაზიანებულია 15 მდე მანქანა, რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
ფორმულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც შეფერხება შექმნა. მისივე ინფორმაციით, შეჯახების აცილების მიზნით, უკან მომავალმა მანქანებმა მანევრირება სცადეს, თუმცა ლიპყინულის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ავტოსაგზაო შემთხვევევების შემდეგ საგზაო ტექნიკამ გზის თოვლის საფარისგან გაწმენდვის სამუშაობი დაიწყო.