თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები აქციას მართავენ.
გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 30%-ით გაზდაა.
ისინი ასევე საუბრობენ შრომით უსაფრთხოებაზე და აღნიშნავენ, რომ სამუშაო პროცესში მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. მათივე თქმით, დამსაქმებელ კომპანიას გაფიცულების მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება არ აქვს.
"კატეგორიულად უარზე არიან ხელფასის მომატებაზე. შრომითი უსაფრთხოება დარღვეულია ყველანაირად, დაბალი ხელფასებია. უსაფრთხოება გვირაბშიც უნდა იყოს დაცული, ხიდზეც და ყველგან", - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული სერგო გელაშვილი.