ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, ქვეითს მანქანა აეროპორტის გზატკეცილზე შეეჯახა. გარდაცვლილი 26 წლამდე მამაკაცია.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.