logo
ENG



ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - სატვირთო მანქანა გლოვოს კურიერს დაეჯახა

23 ივნ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ვაჟა-ფშაველას გამზირზე დისტრიბუციის ავტომობილი „გლოვოს" კურიერს დაეჯახა, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).


close დახურვა