ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც შუახნის კაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, ხოლო ავარიის, სავარაუდო, მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
შემთხვევის დროს დაშავდა 4 ადამიანი. ისინი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.