ავღანელმა ლტოლვილმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში მიფრინავდა, ბავშვი 30 ათასი ფუტის სიმაღლეზე გააჩინა.
26 წლის სომან ნურის მშობიარობა დუბაიდან ბირმინგემში მიმავალ ბორტზე დაეწყო, სადაც არცერთი ექიმი არ იმყოფებოდა. მშობიარობაში მას ეკიპაჟის წევრები დაეხმარნენ.
ახალშობილ გოგოს ჰავა დაარქვეს. თურქიშ ეარლაინის ცნობით, დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ და ჯანმრთელად არიან.