logo
ENG



აზარაშვილი: დაკარგულებს შორის სამწუხაროდ 7 თუ 8 ბავშვია

05 აგვ 202322:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/1m096r8mdbbtgxv.png

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში 7-8 ბავშვს ეძებენ.

აზარაშვილი ამბობს, რომ სამძებრო სამუშაობი ახლაც გრძელდება.

"მიმდინარეობს ამოცნობითი სამუშაოები. აქტიური სამუშაოები მიდის ღამეც და ვცდილობთ, რომ მიუხედავად ამ რთული პირობებისა, გარდაცვლილი ადამიანების თუ ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი - ასეთია მაგალითად დნმ-ის ანალიზი. დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის სამწუხაროდ 7 თუ 8 ბავშვია... რამდენიმე დღე დასჭირდება გარემოს დაცვის დეპარტამენტს და სხვა უწყებებს, რომ დაიდოს შესაბამისი დასკვნები", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

***

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20-მდე ადამიანთან.

 


close დახურვა