logo
ENG



აზარაშვილი: როგორც ვხედავთ, ომიკრონი არის ჩვეულებრივი მიმდინარე, სეზონური გრიპი

26 იან 202221:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/26/1s2le07h0u6lcai.jpg

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ომიკრონის მიმდინარეობა "სეზონური გრიპივით" მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ომიკრონი, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, არის ჩვეულებრივი მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი, ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა და ამიტომ მნიშვნელოვანია სახლის პირობებში უმკურნალონ და მივცეთ სწორი რეკომენდაციები", - განაცხადა მინისტრმა.

26 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსის 17 ათასზე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ქვეყანაში ახლა ომიკრონის შტამია დომინანტი.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არაა. ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი დომინანტური ომიკრონის ვარიანტი საშუალოდ ნაკლებად ძლიერია, ის აზრი, რომ ეს სუსტი დაავადებაა არასწორია.


close დახურვა