logo
ENG



აზარტული თამაშები კლავს - ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

07 ნოე 201911:03
3 წუთის საკითხავი
 
jxa38vk274ae0n7.png

"აზარტული თამაშები კლავს! ბრძოლას აქვს აზრი!" - ამ ლოზუნგით ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონთან", სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, აქცია გაიმართა.

სტუნდეტები კამპანია "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ირგვლივ გაერთიანდნენ. ისინი ხელმოწერებსაც აგროვებენ, რათა 25 წლამდე აზარტული თამაშებში მონაწილეობა და რეგისტრაცია აიკრძალოს, ასევე შეწყდეს სარეკლამო კამპანია. მათ მიაჩნიათ, რომ აზარტული თამაშების გამო, არაერთი ახალგაზრხა დაიღუპა. 

"23 წლის ბიჭმა სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, ბოლო პოსტში მან სწორედ კაზინოების აკრძალვა მოითხოვა. გვაქვს 4-პუნქტიანი მოთხოვნა. 
1. სასწრაფოდ, აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა და რეგისტრაცია, 2. სასწრაფოდ, სრულად აიკრძალოს, როგორც სახმელეთო ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა მათ შორის უნდა შეეხოს ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტ მედიას, სოციალურ მედიას, ციფრულ ვებ-გვერდებს, ბლოგებს, გარე რეკლამებს განთავსებულს ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ავტობუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და ა.შ.  3. სასწრაფოდ გამკაცრდეს  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირება. ამასთან მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა.  4. სასწრაფოდ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხმელეთის კაზინოები განთავსდება კონკრეტულ სპეციალურ ტურისტულ ზონებში",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. 

 

 


close დახურვა