ბათუმში დღეს, 23 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ნათესავები დღეს დილიდან ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე მამაკაცმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი დაწერა, რომელიც ქვეყანაში აზარტულ თამაშებთან არსებულ პრობლემას ეხება.
"აკრძალეთ ეგეთი კაზინოები ჩვენთვის მაინც, გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თბითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95 პროცენტით ფულის კეთებას მოეშვით", - დაწერა მამაკაცმა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.