აზერბაიჯანელი ბლოგერის ბურუსით მოცული სიკვდილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითმკვლელობა მიაჩნია და გამოძების დასრულებამდეც გომელაური ამბობს, რომ მკვლელობას გამორიცხავს. ფორმულამ მოიპოვა აუდიო ჩანბაწერი, რომელიც ჰუსეინ ბაკიხანოვის სიცოცხლის ბოლო დღეებშია ჩაწერილი, ბლოგერს, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს და ოფიციალური ვერსიით, სასტუმრო რუმსიდან გადმოხტა, სამომავლო გეგმები ჰქონდა, მათ შორის პროტესტი - აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ.