logo
ENG



აზერბაიჯანი: სომხეთი გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რეგიონების დაბომბვას აგრძელებს

13 ოქტ 202010:32
3 წუთის საკითხავი
 
9ob9cjoqiwlb38u.jpg

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რეგიონების დაბომბვაში ადანაშაულებს. 

"ეს ჰუმანიტარული შეთანხმების უხეში დარღვევაა", - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. 

10 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შუამავლობით გამართული 10-საათიანი მოლაპარაკების შედეგად დადებული შეთანხმების დარღვევას სომხური და აზრებაიჯანული მხარეები უკვე მესამე დღეა ერთმანეთს აბრალებენ. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა დღეს განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის მიმართულებით ცეცხლი კვლავ განაახლა, აზერბაიჯანის ბრალდებას კი, შეთანხმების დარღვევის შესახებ, აბსურდული უწოდა. 

"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სამხრეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილოთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებით დღეს დილით სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმები განაახლეს", - განაცხადა სტეპანიანმა

თავად ლავროვმა 10 ოქტომბრის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მრავალი დეტალი ჯერ კიდევ დასაზუსტებელი იყო. ლავროვმა თქვა, რომ შემდგომი მოლაპარაკებები სამხედრო კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის "მინსკის ჯგუფის" ფორმატში გაიმართებოდა. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 


close დახურვა