logo
ENG



აზერბაიჯანი სომეხ სამხედროების ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანი განცხადებას უარყოფს

21 ივლ 202414:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/21/hncbl7bzo5taof3.jpg

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც გუშინ, დაახლოებით 22:10 საათზე სომხური შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს.

"20 ივლისს, დაახლოებით 22:10 საათზე, სომხური შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბასარკეჩარის რაიონის ისტისუს დასახლების მიდებარე პოზიციებიდან მსხვილი კალიბრის იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ისტისუს დასახლების მიმართულებით.

აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები განახორციელეს", - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის უწყება და უარყო მოცემული ინფორმაცია.

"აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ 20 ივლისს, 22:10 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის საბრძოლო პოზიციებს საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, რეალობას არ შეესაბამება", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა