აზერბაიჯანული მხარე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარედ მწყემსის დაჭრის ფაქტზე განმარტებას აკეთებს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განმარტებით, მესაზღვრეებს თავს ის ძაღლები დაესხნენ, რომლებიც ცხვრის ფარას დარაჯობდნენ, თავდაცვის მიზნით გასროლილმა ტყვიამ კი შემთხვევით მწყემსი დაჭრა.
„მესაზღვრეებმა ჯოგის გარეკვა სცადეს, თუმცა მათთან ერთად მყოფი ათამდე ძაღლი მესაზღვრეებს თავს დაესხა. მესაზღვრეებმა დაშინების მიზნით ჰაერში ცეცხლი გახსნეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და მესაზღვრეები იძულებული გახდნენ ესროლათ ძაღლების მიმართულებით. შემდეგ კი, მათ შეამჩნიეს მწყემსი, რომელიც მიწაზე იწვა. იგი თვის არეში იყო დაჭრილი. მწყემსს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილია საავადმყოფოში“, - ნათქვამია უწყების კომენტარში.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მწყემსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სამხედრო პროკურატურა გამოძიებას აწარმოებენ.