logo
ENG



აზერბაიჯანსა და სალონიკში საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნი უბნები ვერ გაიხსნება

30 ოქტ 202015:36
3 წუთის საკითხავი
 
fgsnuitm73uf551.jpg

აზერბაიჯანსა და საბერძნეთის ერთერთ ქალაქში, სალონიკში, მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები ვერ გაიხსნება. ინფორმაცია ფორმულას ცესკო-მ დაუდასტურა.

კომისიის ცნობით, მიზეზი პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარებაა, რის ფარგლებშიც იკრძალება ნებისმიერი სახის შეკრება.

"გაუქმდა მთლიანი აზერბაიჯანი და საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქი სალონიკი. ეს უკანასკნელიც წითელ ზონად გამოცხადდა, აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრებმა და ამიტომ ადგილობრივმა მერიამ გვითხრა უარი", - განმარტავენ ცესკო-ში.

დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად სურვილისა, ადამიანებმა ხმის მიცემა შეძლონ, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიაზე "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ან სურვილი არ მოქმედებს":

"არ შეგვიძლია თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ", – თქვა გახარიამ.

ცესკოში ვერ გვეუბნებიან, ამის გამო კონკრეტულად რამდენ ამომრჩეველს შეეზღუდება ხმის მიცემის უფლება. 


close დახურვა