logo
ENG



აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწარმოში აფეთქება მოხდა

23 იან 202417:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/23/pbhnp8g672mnbax.jpg

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწარმოში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ ინციდენტი ქალაქ შირვანში მოხდა.

მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ჭურვის დაზიანებამ გამოიწვია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა.


close დახურვა