logo
ENG



აზერბაიჯანში ასობით ადამიანმა ხელისუფლებისგან სომხეთთან ომის გამოცხადება მოითხოვა

15 ივლ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

ბაქოში არასანქცირებული აქცია არეულობით დასრულდა. ქალაქის ცენტრში ასობით ადამიანი შეიკიბა და ხელისუფლებისგან სომხეთისთის ომის გამოცხადება მოითხოვა. ისმოდა მოწოდებები ერევნის დაბომბის დაწყებისა და მთიანი ყარაბაღის დაბრუნების შესახებ. 

მიტინგზე  ხალხი სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა, თუმცა აქციამ მალევე პოლიტიკური სახე მიიღო. დემონსტრატთა ნაწილი შეტაკებების დროს გენერლისა და სამხედროების დაღუპვაში სამხედრო მაღალჩინოსნებს ადანაშაულებდნენ და მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდნენ. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს და აქციის მონაწილეების შესაჩერებალდ წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. 

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ქერიმ ვალიევის თქმით, თოუზის რეგიონში იერიშები ძირითადად მოწინააღმდეგე მხარეს მიჰქონდა.

„13 და 14 ივლისს თოუზის რეგიონში ინტენსიური ბრძოლები გრძელდებოდა. იერიშებს ძირითადად ჩვენი მოწინააღმდეგე ახორციელებდა. დაახლოებით 100 ჯარისკაცი დაკარგეს, განადგურდა დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკა და სტრატეგიული ობიექტი“, - განაცხადა მინისტრის მაოდგილემ.

სომხეთში მხოლოდ 4 სამხედროს დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი 10-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.  ოფიციალური ერევანი ბაქოს დასახლებების დაბომბვაში ადანაშაულებს. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის სამიზნე მშვიდობიანი მოსხლეობაა.

„12 ივლისის შემდეგ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 10-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო. აზერბაიჯანმა იერიში მიიტანა 5 სოფელზე. დაბომბეს ქალაქი ბერდიც, ჭურვები ორი ქარხნის შენობას დაეცა. დაზიანდა სახლები და მილსადენებიც, რომლებიც ახლა უკვე აღდგენილია.  მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა, საბედნიეროდ მათი მხრიდან მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ჰოვანისიანმა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი და ოფიციალურ ბაქოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ის, რომ სომხეთმა მძიმე შეიარაღება გამოიყენა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ განზრახ თავდასხმაზე მიუთითებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს საერთაშორისო საზოგადოებამ ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი, რომელიც შეერთებულ შტატებში გავლენიანი ორგანიზაციაა, აცხადებს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების გამო კონგრესი აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების დაბლოკვას აპირებს და თავდაცვის აქტში შესაბამის ცვლილებებს კენჭს 20 ივლისს უყრის. 


 


close დახურვა