logo
ENG



აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

06 დეკ 201909:27
3 წუთის საკითხავი
 
numf1ioew4pmhhs.jpg

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. ილჰამ ალიევმა 2015 წელს არჩეული მილი მეჯლისი დაითხოვა და ახალ საკანონმდებლო ორგანოში აჩვენების თარიღად, 2020 წლის 9 თებერვალი დაასახელა. შესახბამისი ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 2 დეკემბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა მხარი თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას დაუჭირა მას შედეგ, რაც ამ ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა" მიმართა. აზერბაიჯანის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები ძალაუფლების ერთი ოჯახის  ხელში კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებას შეუწყობს ხელს.

 


close დახურვა