აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 125 ადგილის დასაკავებლად 1300-ზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს.
პროცესის მიმდინარეობას თვალს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები ადევნებენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნები ტარდება. პროცესი ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ორი თვის წინ მმართველმა პარტიამ პარლამენტის დათხოვის რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართა. ილჰამ ალიევმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.