logo
ENG



აზერბაიჯანში ოპოზიციის ლიდერები დააკავეს

16 თებ 202020:07
3 წუთის საკითხავი
 
vsg7ayv5wvouh73.jpg

აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დააპატიმრეს. ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არასანქცირებული აქციის დაწყებამდე დააპატიმრეს.

სამი პარტიის ლიდერთან ერთად დაკავებულია ასამდე აქტივისტი.

სამართალდამცველები დემონსტრანტებს შენობასთან მიახლოებისთანავე აკავებდნენ და ავტობუსებით იზოლატორებში გადაჰყავდათ.

ცნობისთვის, ოპოზიცია აქციას საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გეგმავდა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში უმრავლესობა კვლავ მმართველმა პარტიამ მოიპოვა. ალიევის გუნდი 125-ადგილიან მეჯლისში 70 ადგილს დაიკავებს.  


close დახურვა