logo
ENG



აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები დაიხურა

09 თებ 202019:58
3 წუთის საკითხავი
 
rujoik9ha2scd3y.jpg

საარჩევნო უბნები დაიხურა აზერბაიჯანში. უკანასკნელი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის თითქმის 45-მა პროცენტმა მიიღო. ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით, პროცესი კანონის დაცვით, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 125 ადგილის დასაკავებლად კენჭს 1300-ზე მეტი კანდიდატი იყრიდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანში ვადამდელი  არჩევნები ჩატარდა. პროცესი ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ორი თვის წინ მმართველმა პარტიამ პარლამენტის დათხოვნის რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართა. ილჰამ ალიევმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. 


close დახურვა