logo
ENG



აზიის განვითარების ბანკი საქართველოს დამატებით 200 მლნ. აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს

29 ოქტ 202012:15
3 წუთის საკითხავი
 
gpzc1wyayx34kod.png

პანდემიით მიყენებული ზიანის აღდგენისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს სესხის სახით დამატებით 200 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო. ADB-ის ცნობით, აღნიშნული იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც მიმართულია საქართველოში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე  მიყენებული ზიანის შესარბილებლად

„ამ პროგრამით გათვალისწინებული ნაბიჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შესანარჩუნებლად; ასევე კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის დასაცავად,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 

აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული $100 მილიონიანი სესხის დამატებაა, რომელიც გამიზნული იყო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახმარებლად, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადების, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი ფულადი დახმარებისა და კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.


close დახურვა