logo
ENG



აზიის განვითარების ბანკისგან საქართველო 92 მილიონ 300 ათას ევროს მიიღებს

02 ივნ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

აზიის განვითარების ბანკისგან საქართველო 92 მილიონ 300 ათას ევროს მიიღებს. შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა დღეს მოაწერეს.

დაფინანსება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

ADB-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

 


close დახურვა