რუსულმა ავიაკომპანია აზიმუტმა თბილისის მიმართულებით ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რეისები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
აზიმუტი თბილისისკენ რუსეთის კიდევ ოთხი ქალაქიდან, მოსკოვიდან მირერალნიე-ვოვიდან, სოჭიდან და უფადან დაფრინავს.
სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს ამ დრომდე Georgian Airway-ს (კვირაში სამჯერ) და რუსული Red Wing (კვირაში ორჯერ) ახორციელებდნენ.
აზიმუტმა საქართველოში ფრენები 17 მაისიდან დაიწყო.