logo
ENG



აზოვის პოლკი სამხედრო ტყვეების მასობრივ მკვლელობაში მონაწილეებზე ნადირობას აცხადებს

29 ივლ 202217:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/jhc7gzqrnftqkq1.jpg

აზოვის პოლკი ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივ მკვლელობაში ყველა მონაწილეზე ნადირობას აცხადებს. შესაბამისი განცხადება პოლკის დამაარსებელმა ანდრეი ბილეცკიმ გააკეთა.

"დღეს ღამით, რუსებმა ტყვეობაში მყოფი აზოველების ნაწილი მოკლეს. რუსეთის ხელმძღვანელობამ ყველაფერი მასობრივი მკვლელობა ისე მოაწყო, თითქოს იქ უკრაინული ჯარი მოქმედებდა. პოლკის მებრძოლები ცალკე შენობაში გადაიყვანეს. უკვე გასაგებია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი იმ ქვეყნის, რომლისთვის ოფიცრის პატივის ცნება უცნობია, მით უმეტეს უცნობია ჟენევის კონვენციის, კანონების, ომის წესების დაცვა.

რუსეთმა ვერ შეძლო აზოვს პოლკის დამარცხება სამართლიან ბრძოლაში, ამიტომ ცდილობს ჩვენს განადგურებას ვერაგულად. აზოვის პოლკის თითოეული დანაყოფი სახელით ვაცხადებ ნადირობას ყველაზე, რომელიც მონაწილეობდა ამ მასობრივ მკვლელობაში. პასუხისმგებელია ყველა რიგითი შემსრულებელი და ყველა ორგანიზატორი, მნიშვნელობა არ აქვს რა თანამდებობაზეა და სად იმყოფებ. სადაც არ უნდა იმალებოდეთ, იქნებით ნაპოვნი და განადგურებული", - თქვა აზოვის მეთაურმა.

ბილეცკის თქმით, "უკრაინელი სამხედროები აგროვებენ ინფორმაციას მოკლულთა და ომის დანაშაულის ჩამდენთა შესახებ".

29 ივლის გამთენიას დონეცკის რეგიონში ოლენოვკას ციხეზე თავდასხმას სულ მცირე 53 უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა. უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.


close დახურვა