logo
ENG



დონეცკში ციხეზე შეტევას, სადაც უკრაინელი ტყვეები იყვნენ, 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

29 ივლ 202215:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/bun453z3lbsn12a.jpg
17 მაისი, 2022 წელი - უკრაინელი სამხედროები აზოვსტალიდან ოლენივკაში გადაჰყავთ

რუსული მედიის ცნობით, დონეცკის რეგიონში ოლენივკას ციხეზე თავდასხმას სულ მცირე 53 პატიმარი ემსხვერპლა. უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ოლენივკას ციხეში ის უკრაინელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ, ვინც რუსულმა ძალებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მძევლად აიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართულად მიიტანეს იერიში ოლენივკას იზოლატორზე, სადაც უკრაინელი სამხედროები ტყვედ ჰყავთ.

„რუსმა ოკუპანტებმა მიაღწიეს მათ კრიმინალურ მიზნებს - დაადანაშაულონ უკრაინა ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულოს უკრაინა ისევე როგორც დამალოს ტყვეების ჭამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თითქოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის დაბომბვა არის პასუხისმგებლობა, რომელიც რუსეთს ეკისრება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების   სარაკეტო და საარტილერიო ძალების სახმელეთო სარდლობის ცნობით, ოლენივკას დასახლების ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სარაკეტო და საარტილერიო იერიში არ მიუტანია.

შეიარაღებული ძალების სარაკეტო ჯარი და არტილერია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული მაღალი სიზუსტის იარაღების დამსახურებით, ძალიან ზუსტ დარტყმებს მხოლოდ რუსულ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებენ“ - აცხადებს გენშტაბი.

გენშტაბის ცნობით, შეიარაღებულ ძალებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში არასდროს მიუტანია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. მათი თქმით ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია უკრაინის მხრიდან და მათ იზოლატორზე იერიში ამერიკიდან მიღებული HIMARS სარაკეტო სისტემით მიიტანეს.

„წინასწარი დაკავების იზოლატორზე, რომელიც ოლენივკას დასახლების ცენტრში მდებარეობს და მოიცავს ომის პატიმარ უკრაინელ სამხედროებს, მათ შორის აზოვის დანაყოფის მებრძოლებს, სარაკეტო თავდასხმა ამერიკული HIMARS ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემიდან მოხდა. 40 უკრაინელი ომის ტყვე დაიღუპა და 75 დაშავდა. დამატებით იზოლატორის 8 თანამშრომელმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო“ - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია RIA Novosti, დონეცკის თვითაღიარებული ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 53-მდე, დაშავებულთა რიცხვი კი 75-მდე გაიზარდა. 

 

close დახურვა