logo
ENG



აზოვსტალის მცველები უკრაინაში დაბრუნდნენ

09 ივლ 202310:31
3 წუთის საკითხავი
 

მარიუპოლის ხუთი მებრძოლი თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდა, ქალაქ ლვივში გამართულ ცერემონიაზე მათ ოჯახის წევრები დახვდნენ.

დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, დენის შლეჰა და ოლეჰ ხომენკო სამშობლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაბრუნდნენ.

16 მაისს მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის უკრაინელი მცველები თითქმის 3-თვიანი გმირული ალყის შემდეგ რუსულ ძალებს დანებდნენ. ეს იყო ბოლო წერტილი მარიუპოლში, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებდნენ. 211 უკრაინელი სამხედრო რუსეთის ძალებმა დონეცკის ტერიტორიაზე, ქალაქ ოლენივკაში გადაიყვანეს.

29 ივლისს რუსეთმა დაბომბა დონეცკის ქალაქი ოლენივკა, სადაც რუსულ ძალებს აზოვსტალის ტყვედ აყვანილი მცველები ჰყავდათ. შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო და უკრაინა დაადანაშაულა.

სექტემბერში აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან დაიხსნეს - მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზოვის ბატალიონის 5 მეთაური, უსაფრთხოების მიზნით, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდა. დღეს კრემლში აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება დაირღვა და უკრაინაში მათ დაბუნებას აკრიტიკებენ.


close დახურვა