logo
ENG



აზოვსტალში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

12 მაი 202212:59
3 წუთის საკითხავი
 

აზოვსტალში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. 

ახლობლები მთავარ არხთან ამბობენ, რომ  ბიგვავა აზოვსტალში, ერთ-ერთი თავშესაფრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. 

მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანას რუსეთი ბომბავს. იქ აზოვის მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ გამაგრებულნი. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქარხნიდან სამოქალაქო პირების დიდი ნაწილი გაიყვანეს. მებრძოლები ამ დრომდე იქ არიან.

აზოვის ბატალიონი დახმარებას ითხოვს. ამასთან, უკრაინა რუსეთს აზოვსტალში მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების რუს ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. 


close დახურვა