ათასობით ადამიანმა პოლონეთში სასამართლო რეფორმა გააპროტესტა.
ვარშავაში, პარლამენტის შენობასთან დემონსტრანტები მმართველი გუნდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ინიციატივის მიხედვით, შესაძლებელი ხდება მოსამართლის გათავისუფლება, თუკი ის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ხელისუფლების მიერ გატარებული იურიდიული რეფორმების ლეგიტიმურობას.
რეფორმების გატარება მმართველმა პარტიამ ოქტომბერში, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. გადაწყვეტილებამ ევროკავშირის კრიტიკა გამოიწვია. მათი თქმით, ცვლილებები ევროკავშირის კანონებს არღვევს და პოლონეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.