აირზენას გენერალური დირექტორის თქმით, ავიაკომპანია რეისს ისრაელიდანაც განახორციელებს და ქვეყანაში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს.
საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში ხვალიდან გაგრძელდება. აირზენას პირველი რეისი ათენიდან ჩამოფრინდება, ხოლო 10 მარტს ლარნაკადან. დაგეგმილია ასევე რომის, ამსტერდამისა და პარიზის რეისებიც.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დამატებითი რეისები. გვაქვს ათენის და ლარნაკას რეისები, დაგეგმილია რომისა და პარიზი რეისები, რათა არცერთი ქართველი მოქალაქე არ დარჩეს ქვეყნის გარეთ", - ამბობს რომან ბოკერია.
დღეს რეისები, რომელმაც მოქალაქეები უნდა დააბრუნოს, პატრიარქმა დალოცა დაა აირზენას დირექტორს საჩუქრად ხატიც გადასცა.