logo
ENG



აირზენამ რეისი ისე გადადო, რომ არავინ გაუფრთხილებია - ქართველი მგზავრები ბარსელონაში

20 ოქტ 201912:48
3 წუთის საკითხავი
 
n65qjtgqubds4nu.jpg

ამ დრომდე გაურკვეველია, რა ბედი ეწევა 40-მდე ქართველ მგზავრს, რომლებიც ბარსელონის აეროპორტში არიან. მათი განცხადებით, კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" რეისი ისე გადადო, რომ არავინ გაუფრთხილებია. მგზავრები აცხადებენ, რომ მათ კომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე არ დაკავშირებიან. უცნობია კომპანიის პოზიციაც.

როგორც ქართველი მგზავრები აცხადებენ, ბარსელონის აეროპორტიდან ყველა რეისი ჩვეულ რეჟიმში სრულდება - ერთადერთი გაუქმებული რეისი კი სწორედ „ჯორჯიან ეარვეისს“ ეკუთვნის.

„სპეციალურად დავრეკეთ და გავარკვიეთ, ნამდვილად იქნებოდა თუ არა ფრენა, რადგან არ ვიყავით ბარსელონაში და სხვა ქალაქიდან უნდა ჩამოვსულიყავით. დაგვიდასტურეს, რომ ფრენა აუცილებლად იქნებოდა. მერე მოვიდა ვიღაც ესპანელი ბატონი, რომელმაც გადმოგვცა ქსეროქსზე გადაღებული ფურცლები, სადაც „აირზენას“ საქართველოს ოფისის ნომრები ეწერა, რომ ვრეკავთ არ ირეკება.

კიევში და პარიზში ჩვენ თვითონ უნდა ჩავფრინდეთ ჩვენი ხარჯით და არ გვინაზღაურებენ. მერე იქიდან რეისები აქვთ თავისი. თუ არადა დაელოდეთ ოთხშაბათამდეო. ეუბნებიან  ეხლა ვიღაცეები, დგანან და არის თხოვნა, ხვეწნა, რომ რაღაცა გვიშველეთო და ვერაფერს ვერ ვიზამო ეუბნება, “ - განაცხადა ნანა ყიფიანმა.

მისივე განცხადებით, მას საქართველოს საკონსულოდან ჯერჯერობით არავინ არ დაკავშირებია.

ბარსელონაში მასშტაბური არეულობაა. გამოსვლები კატალონიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილ ლიდერებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. დემონსტრანტები დაკავებულების გათავისუფლებას და კატალონიის დამოუკიდებლობას ითხოვენ.


close დახურვა