logo
ENG



აკრძალვები კრიტიკული მედიისთვის

12 სექ 202220:18
3 წუთის საკითხავი
clock 449

"ინფორმაციის დამალვა მთავრობის მიერ" - ამ თემაზე მოამზადა რეპორტაჟი BMG-ის რედაქტორმა, რომელიც დღეს კანცელარიაში აღარ შეუშვეს. ხელისუფლების ცენზურა მოქმედებს. მთავრობა მედიასაშუალებებთან ბრძოლის ფონზე, უკვე კონკრეტულ კორესპონდენტებს უკრძალავს სხდომაზე დასწრებას. ჟურნალისტ თელარა გელანტიას დღეს გამოუცხადეს, რომ ბევრ კითხვას სვამს, ზედმეტად აქტიურობს და ამიტომ სხდომაზე მისი შესვლა არასასურველია. ეს კი დისკრიმინაცია და საქმიანობაში ხელისშეშლაა. BMG-ის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ მთავრობა სწორედ ერთმა კონკრეტულმა რეპორტაჟმა გააღიზიანა. 

 


close დახურვა