logo
ENG



აკუნინი ნავალნიზე: ეს პოლიტიკოვსკაიას და ნემცოვის მკვლელობებზე უარესი იქნება

20 აგვ 202015:33
3 წუთის საკითხავი
 
fzpv82wv35tbfnv.jpg

მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) რუსი ოპოზიციონერის,  ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამლვას ეხმაურება და ამბობს, რომ "ნოვო-ოგარევის მკვიდრმა" (ვლადიმირ პუტინმა) პოლიტიკოსის გადარჩენისთვის უნდა ილოცოს.

აკუნინი ალექსეი ნავალნის მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, პოლიტიკოსი იდეოლოგიის გამო სიცოცხლეს ხშირად რისკის ქვეშ აყენებს. 

"ნოვო-ოგარევის მკვიდრმა უნდა ილოცოს იმ ადამიანის გადარჩენისთვის, რომლის სახელის ხსენებაც ყოველთვის ეშინოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ბევრად უარესად მოხდება, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიას და ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ. ბევრჯერ უკითხავთ პირადად და საჯაროდაც, როგორ შემიძლია ამ საშინელი ნავალნის მხარდაჭერა, რომელიც საერთოდ ყველაფერს ცუდად აკეთებს (როგორც ვარიანტი: "ის ხომ კრემლის აგენტია").  ყოველთვის ერთნაირად ვპასუხობდი: ალექსეი ნავალნი თავისი იდეოლოგიის გამო ყოველდღიურად სიცოცხლეს აყენებდა რისკის ქვეშ. ამ სიცოცხლეში მას ბევრი აქვს დასაკარგი. გამაგრდი, ალექსეი", - ამბობს მწერალი. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი დიაგნოზით, ის ჰალუცინოგენით მოწამლეს. პოლიტიკოსი საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. 

ცნობისთვის, 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში, 4 გასროლით 55 წლის ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს. ხოლო 2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში, გაურკვეველ ვითარებაში ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს. 

 


close დახურვა