მდინარე ალაზანში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, კაცი მეთევზე იყო და მას მდინარეში გაუჩინარების შემდეგ მაშველები ეძებდნენ.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ როგორც კახეთის სამაშველო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები.