logo
ENG



ალაზნის არხში მანქანა ჩავარდა - არის მსხვერპლი

15 მაი 202118:43
3 წუთის საკითხავი
clock 1819
ალაზნის არხში მანქანა ჩავარდა - არის მსხვერპლი

კახეთში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტის მინიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ტოიოტას მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ალაზნის არხში გადავარდა. მანქანის ერთმა მგზავრმა წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო.

რაც შეეხება მძღოლს და 6 წლის ბავშვს, ორივე მათგანმა წყლის არხიდან ამოსვლა უვნებლად შეძლო.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 


close დახურვა