logo
ENG



ალასანია: ზელენსკის კიკაბიძის დაკრძალვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება სურს

16 იან 202309:56
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება სურს. ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ავრცელებს.

გიული ალასანიას თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რეფორმების საბჭოში შევიდა, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ხელმძღვანელობს.

"მინდა მივუსამძიმრო, არა მარტო ოჯახს, იმიტომ რომ ბუბა დიდი ხანია გასცდა ოჯახს, საქართველოსაც, მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დაირეკა რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ჩემი შვილი ხელმძღვანელობს და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში", - თქვა გიული ალასანიამ.

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.


close დახურვა