logo
ENG



ალასანია: პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა რეანომობილსა და სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა

27 ოქტ 202117:34
3 წუთის საკითხავი
 

გიული ალასანიას თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რეანიმობილსა და სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა. როგორც ექს-პრეზიდენტის დედა ამბობს, გადაწყვეტილება სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებთან კომუნიკაცია შეეზღუდა. 

"ახლა მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ შუაში ფანჯარა გვყოფს და უშუალო ურთიერთობა არ გვაქვს. როგორც მივხვდი ადვოკატებსაც ასეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ეს არ შეიძლება, რადგან ადვოკატთან ურთიერთობა უნდა იყოს კონფიდენციალური. ეს როგორ უნდა მოხერხდეს?" - თქვა ალასანიამ. 

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს წაერთვა დაცვის უფლება, რადგან ახლა მასსა და იურისტებს შორის ნებისმიერ კომუნიკაციას ხელისუფლება გააკონტროლებს. 


close დახურვა